
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მოწმეა რბევის და თარეშის ხვადგურის ..
მოწმეა რბევის და თარეშის ხვადგურის
ბინდბუნდი საზიზღარ რკინიგზის სადგურის,
აგზავნის სადღაცა კუბოებს – ვაგონებს
და მათი კივილი იმ დღეებს მაგონებს,
როდესაც ამ გზებზე გაეკრა ვაება…
ნუთუ ის კივილი ლიანდაგს ჩაება?