
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მოხუცი მწიგნობარი
ციკლიდან „ეპოქა“
დადის უბის წიგნაკებით,
დადის ძველი რვეულებით,
თან მიჰყვება მოგონება,
მოლხენით თუ სნეულებით.
ეგულება იმედები
მშვენნი რიდე-ხვეულებით,
გულგაშლილნი მარტოობით
და მარტონი წვეულებით.
და ძილშიაც ესიზმრება
წიგნი მძიმე ტანიანი:
ოდისეი, ილიადა,
ბოკაჩიო ან ყურანი.