პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მწარე იავნანა

როდის გითხარ, გულში შიში
რომ აგიძრა, მძინავო.
არ მოვსულვარ, რომ ბალიში
შევძრა, გინანინავო,
არ მოვსულვარ, გულში დანა
დაგცე სამაგიერო,
იავნანა, იავნანა,
იავნანა, ცბიერო.
არ მოვსულვარ, რომ დამლევი
მაისების გეგონოს,
მინდა აგცდეს საწამლავი,
გველი არ დაგეკონოს.
არ მოვსულვარ, რომ შხამებით
ვავსო შენი ჭიქები,
ოდეს მკვლელი შეღამებით
ალვად გადიზნიქები.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button