პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მწუხარება

სიცოცხლით სავსეს, ოცნებაში მყოფს,
ის თავისთავად შემომეპარა,
მე განთიადის სხივებს ველოდი,
მზეს კი ღრუბელი გადაეფარა.
მე მსურდა გრძნობით დავწაფებოდი
სიცოცხლის წყაროს, ტრფობით აღბეჭდილს…
ახ… არ ვიცოდი, თუ საწამლავი
ნორჩ კუკურშივე ჩაჰკლავდა ყვავილს!
როცა სიცოცხლე ძალას მაძლევდა
და სამოქმედოდ მიწვევდა მარად,
რას ვიფიქრებდი, თუ მოგონებაც
გადმექცეოდა ტანჯვად და შხამად?
ნაზ ქსელში გაბმულს, ოცნებაში მყოფს,
ის თავისთავად შემომეპარა,
დაჰქროლა რისხვით ქარმა სასტიკმა
და გაზაფხული თვალს მიეფარა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button