პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ნავთის კოშკები

ვარდებისა და ქალის მაგიერ –
ლექსში პირველად გაისმის: ნავთი!
იგი დღეს უფრო ამხანაგია,
შხეფით მოსული ზღვების ნიავით.
ჩვენში ბევრია და სიიეფეს
მისას განიცდის ყველა მყიდველი,
თვით გერალდიურს წააქცევს მეფეს
ეს შადრევანი, შიშველ-ტიტველი,
ჰერმეტიული, როგორც სილაჟი,
კოშკებში მიდის ბოლი ლოსელი,
მასთან ვენერა დარჩა სილაში,
რთავს ამ მილოსელს სხვა სამოსელი.
ბევრი რამ მიაქვს დროთა მდინარეს,
დრო – მორევია განუზომელი,
მაგრამ აქ ზრუნვა ამ ინჟენერის
უკვდავი არის, ვინემ გომერი.
ნავთი ნავთია – მარიობისთვის,
სიცხით დამწვარი, უდაბნო ეკლის,
მაგრამ მებრძოლი მომავალ დღისთვის
სიცოცხლეშივე ღირსია ძეგლის.
რა საოცარი რამაა დილით
ფანტასტიური კოშკები ნავთის,
მე არ მგონია, რომ ცვარა ლილით,
რაიმე ქვეყნად ასე ბრწყინავდეს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button