პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ნიავი, ია, ნარგიზი ..

ნიავი, ია, ნარგიზი,
ავტომობილი კრიალა,
დილამ ასფალტის სარკეზე
ნავივით გაისრიალა.

აგერ მზის ამომთოვრება,
მაღლა ღრუბლების გარდავლა,
მან ერთი ჩემი ცხოვრება
ათას წელს გადაამრავლა.

გადაამრავლა, უმალი
მსგავსი წუთისა, ჩრდილისა
და მესმის ხმა იდუმალი:
წამოდექ, ძეო დილისა!

ო, ძეო დილის! აწ განვლის
გრძნობა სიბნელის ნაფლეთის
აღმოსავლეთის, დასავლის,
ჩრდილოეთის და სამხრეთის.

მზემ, ხმალი რომ არ დაჰკიდა –
რაც ფერებია, რაც დავლა,
ცხოვრება კიდევ და კიდევ
ათასზე გადაამრავლა!

მზემ, ლაჟვარდში რომ შეზრდილა,
თავისი სახე ნახა და –
ეს ყვავილები, ეს დილა
მარადისობად გახადა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button