პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ნუ გენანება ხმის გამეტება

როცა ზღვის სუნთქვა გულზე გედება
და ზეცა გულში კვლავ იხედება,
იმ დროს სიმუნჯე ნუ გებედება,
ნუ გენანება ხმის გამეტება.

ხალხში თავმდაბლად გაივლი როსმეს,
თუ გასაჭირში შეხედავ მოძმეს,
შენ, იმა ცეცხლში შთავარდნის მოწმეს,
ნუ გენანება ხმის გამეტება.

და თუ იმღერებ – ვითარცა შეგფერს
სულ სხვა ხმის მქონე მგოსანს და მეფეს,
ქვა წისქვილისა გინდ ყელზე გებეს,
ნუ გენანება ხმის გამეტება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button