პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ოთხი დემონი
ცეცხლისფერ-წითელი ყვავილების
ოთხი დემონი,
აი, ერთი ოჯახის ისტორია.
ზღვა, ბორბალი, შხამი,
თამაში ცეცხლთან,
თქმა ყველა ამის
აღემატება ყოველგვარ ძალას,
თანამედროვეობის სული,
ვით წერილები
არანორმალურ ადამიანის,
ორხიდეებზე უტკბოესია: –
უხილავი ბორკილები,
მარადი სიზმარი,
ფერხული ზმანებათა,
სიბნელე.
ყველგან, ყოველთვის
უხილავი ბორკილები!