პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ოპერიდან გამოვიდა გვიან

ციკლიდან „პაციფიზმი“

ოპერიდან გამოვიდა გვიან,
ყველა ნახა და ვერავინ ნახა,
კლუბის წევრი ახლა აღარ ჰქვიან,
თუ წაშლილა ნაცნობების სახე…
ყველგან იყო, სასახლეშიც იყო,
მთავარ ქუჩით გაიარა ნელა.
ზედ კარებზე მიყრილია თიხა;
ამომწყდარა, გაიფიქრა, ყველა.
გამობრუნდა კვლავ იმავე ქუჩით,
თეატრიდან მასსა მოდის ტალღით
და დარწმუნდა, ხეივნების რუჯით
რომ აქ მართლა ამომწყდარა ხალხი.
უცებ ქალის გაახსენდა ბინა:
ეტლი! ჩქარა! ნიავია ქარის!
ცოცხალია კურტიზანი ნინა,
მაშ, სიცოცხლეც ეფინება პარიზს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button