საფრანგეთის რევოლუცია
XVIII ს-ის შუა ხანებიდან საფრანგეთის მესამე წოდება (გლეხები, ვაჭრები, ხელოსნები, მეწარმეები), რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდა, უკმაყოფილო იყო მეფის მიერ გატარებული საშინაო პოლიტიკით. გადასახადების გადამხდელი მხოლოდ ეს წოდება იყო, ხოლო პირველი ორი – თავად-აზნაურობა და სამღვდელოება გათავისუფლებული იყო ამ ვალდებულებისგან. სწორედ ამ წოდების წარმომადგენელთა ინტერესებს გამოხატავდა ახალი იდეური მოძრაობა, რომელიც განმანათლებლობის სახელითაა ცნობილი. დიდი ფრანგი განმანათლებლები იყვნენ ვოლტერი, რუსო, დიდრო, მონტესკიე. ისინი აკრიტიკებდნენ ხელისუფლების არსებულ მოდელს და ახალ შეხედულებებს ამკვიდრებდნენ. მაგ., მონტესკიეს ეკუთვნის ის აზრი, რომ პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელ პირობას ხელისუფლების სამ შტოს შორის დანაწილების პრინციპი წარმოადგენს. ის თვლიდა, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს და ერთმანეთს თვითნებობის საშუალება არ უნდა მისცენ. განმანათლებობისთვის დამახასიათებელი იყო რაციონალიზმი. ამ დროს აღმოცენდა ათეიზმიც. ცნობილია ვოლტერის ფრაზა: „ღმერთი რომ არ არსებულიყო, ის უნდა გამოგვეგონა“. დიდრო კი წერდა: „თუ გონება ზეციური საჩუქარია და იგივე შეიძლება რწმენის შესახებაც ითქვას, მაშასადამე, ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა ორი საჩუქარი, რომელიც შეუთავსებელია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება“. განმანათლებლები თვლიდნენ, რომ ხელისუფლება ესაა საზოგადოების შეთანხმების პროდუქტი, რომელიც უნდა დაიდოს ხალხსა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის შემთხვევაში ძალადობას ძალადობით პასუხის გაცემა და მისი დამხობა უნდა
ამ პერიოდში საფრანგეთში აბსოლუტური მონარქია იყო. ლუი XVI სახელმწიფო ხაზინას ანიავებდა, ამიტომ მას სულ უფრო და უფრო მეტი ფული ჭირდებოდა. 1787 წლის 5 მაისს მეფემ მოიწვია გენერალური შტატები, წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, რათა მათთვის ახალი გადასახადები დაეტყუა. მაგრამ მესამე წოდების წარმომადგენლებმა თავი ჯერ ეროვნულ კრებად, შემდეგ კი დამფუძნებელ კრებად გამოაცხადეს, რათა ახალი კონსტიტუცია შეემუშავებინათ. 1789 წ. 14 ივლისს პარიზელებმა ხელისუფლების ძირითადი დასაყრდენი ციხესიმაგრე – ბასტილია აიღეს და მეფე აიძულეს, დამფუძნებელთა კრება ეცნო. 1789 წ. 26 აგვისტოს კრებამ `ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია მიიღო.~ ამ დეკლარაციით ყველა ადამიანი თავისუფლად და თანასწორად, ხოლო ძალაუფლების საფუძვლად ხალხი გამოცხადდა. 1791 წ. სექტემბერში საფრანგეთში მიიღეს კონსტიტუცია, რომლის თანახმად საკანონმდებლო ორგანოდ ეროვნული კრება, ხოლო აღმასრულებლად მეფე და მისი მინისტრები გამოცხადდნენ. კრების დეპუტატებს აირჩევდა 25 წელს მიღწეული დაბადებით ფრანგი მოქალაქე. 1792 წელს აპრილში ახლად არჩეულმა კრებამ ომი გამოუცხადა ავსტრიას და პრუსიას, რომლის მონაქები საფრანგეთის რევოლუციის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. სწორედ მათთან კავშირის გამო 1792 წლის 10 აგვისტოს პარიზის მოსახლეობამ მეფე დააპატიმრა და მონარქია დაამხო. ლუი XVI-ს და მის ცოლს მარია-ანტუანეტას თავი მოკვეთეს. იმავე წლის სექტემბერში აირჩიეს ახალი კონვენტი (ეროვნული კრება). კონვენტში გამოიყო სამი დაჯგუფება – იაკობინელები (რადიკალური ფრთის წარმომადგენლები), ჟირონდელები (მსხვილი ბურჟუაზიის პარტია) და ე.წ. ჭაობი (მერყევი უმრავლესობა, რომელიც ხან ერთი ფრთუსკენ და ხან მეორისკენ იხრებოდა). ხელისუფლების სათავეში ჯერ ჟირონდელები მოვიდნენ, მაგრამ 1793 წ. 2 ივნისს ისინი იაკობინელებმა შეცვალეს. იაკობინელებმა ჟირონდელთა ლიდერები სიკვდილით დასაჯეს.
იაკობინელების ლიდერები იყვნენ მ.რობესპიერი, დანტონი, მარატი, სენ-ჟიუსტი. 1794 წ. 27 ივლისს იაკობინელები დაამხეს და კონვენტმა აღმასრულებელი ხელისუფლება 5 კაცისგან შემდგარ დირექტორიას გადასცა. 1799 წ. 3 ნოემბერს დირექტორიას ძალაუფლება ჩამოართვეს და სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა სამი კონსული. რეალურად ქვეყანას პირველი კონსული, გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი მართავდა, რომელმაც 1804 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა.