პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ტირიფი, დარგული ალფრედ დე მიუსეს სამარესთან

ტირიფი ტირის,
მდინარის პირის
და თავის გმირის
თავგადასავალს.
(აქ მრავლობითი
იდგა კოპიტი
მარადყოფითი
შრიალით სავსე),
ფერმკრთალი მუზა,
შემკრთალი მუზა,
ნამდვილი მუზა
დე მიუსსესი,
ტირის, რომ დღემდე
მიუსსეს შემდეგ…
ოცნებავ, შესდექ!
აი, მიზეზი.
ტირიფი ტირის.
მე ცრემლის ხშირის
არა ვარ მომხრე:
არაა წესი.
დრო ანთებს რკინას,
დროს აღარ სძინავს
და ჰქუხს და გრგვინავს
ჩვენი კონგრესი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button