პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პლაკატების კივილი

კარგად შექმნილი ქრონიკები ყველა გაზეთებს!
განცხადებები შუა-გვერდში, ყოველ კვირაში!
განცხადებები უჩვეულოდ უნდა აიწყოს!
მთელი ენერგია თვალსაჩინო ადგილისათვის!
პლაკატები ტრამვაებსა და მაღაზიებს,
პლაკატები რკინისგზებზე და მოედნებზე.
აჰა, სცენაზე გამოჩენის დროც მოახლოვდა,
ო, მოუხშირეთ განცხადებებს… აღნიშნეთ ეს დღე.
აღნიშნეთ ეს დღე ქრონიკებში და რეკლამებში.
უნდა მოეწყოთ ხელოვნური ყვავილებივით.
გატაცებები შემთხვევითი მაინც სჯობია.
თეატრებიდან გადმოყარეთ ჭრელი ფურცლები.
ხალხი ორ ჯგუფად გაიყოფა, ეს ნუ გაშინებთ.
ჩვენს მხარეს უნდა დარჩეს ჯგუფი გავლენიანი:
ფელეტონები, ქრონიკები ყველა გაზეთებს.
კვირაში ორჯერ, უსათუოდ, კვირას, ხუთშაბათს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button