პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რაა ეს გრძნობა?

მყუდრო ნაპირზე, სადაც ზღვის წინწკლებს
ათამაშებდა სუნთქვა სიოსი,
აღფრთოვანებულ ფიქრებში იდგა
ყრმა მეოცნებე და გენიოსი.
და მას ზღვის ტალღა ეუბნებოდა:
„ოჰ, რატომა ხარ ეგრე თავხედი,
რომ ფიქრობ, თითქო გასცილდი საზღვარს,
რასაც კაცთათვის ამყარებს ბედი?“
ყრმა კი ამაყად უპასუხებდა:
„საიდან იცნობს ეგ გულცივობა,
თუ რა ძალაა შემოქმედისთვის
საკუთარ ძლიერ სიმღერის გრძნობა!“
ტალღა კვირობდა: ‘რა შობს ამ გრძნობას,
უცნაურ ძალს რომ ესაბამება?!
და ყრმა ამაყად უპასუხებდა:
„ამგვარ გრძნობებს ქმნის მხოლოდ წამება!“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button