
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რად მინდა ქვეყნად ცხოვრება
რად მინდა ქვეყნად ცხოვრება
თუ ის ვერა ვსთქვი, რაც მინდა,
შენი ზრუნვა და ფიქრები –
შენი დუმილი, მთაწმინდა.
სჯობს დავიწყებად ჩაჰკირო
გული, სპეტაკი და წმინდა –
მერანი უუნაგირო
თუ ერთ მწვერვალზე გაყინდა.
არა, გაჰფრინდეს მერანი,
როგორც სხვა რაში გაფრინდა,
აბჯართ იქმიან ჟღერანი,
დღეს სხვა ხმაური რად გვინდა.