ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედიატექნოლოგია

YouTube-მა დაამატა fact check-ის ფუნქცია „სადავო თემების“ ძიებაზე

YouTube უშვებს ახალ საინფორმაციო პანელს, რომელიც გამოჩნდება „სადავო თემების“ ძიებისას. ტექსტური ველი აისახება ძიების შედეგის ზედა ნაწილში. მასში გამოჩნდება შემოწმებული ტექსტები ამა თუ იმ საკითხზე. YouTube იმედოვნებს, რომ ამგვარი ზომები შეამცირებს პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბებს.

ეს ფუნქცია თავდაპირველად გამოჩნდება ინდოეთის მოსახლეობაში, შემდეგ კი სხვა რეგიონებში გავრცელდება. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სიახლეების ხარისხი და ვაფართოებთ ინფორმაციულ პანელს, რათა შემოწმებული წყაროებიდან დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ“ – აღნიშნავენ პლატფორმაზე.

YouTube-ის წარმომადგენლის თქმით, ეს არ იქნება ვიდეოში გადმოცემული ფაქტების შემოწმება, რადგან ამგვარი ამოცანა გიგანტურ ძალისხმევას და უზარმაზარ დროს საჭიროებს. ამის ნაცვლად შემოწმებული ფაქტები გამოვა ძიების შედეგად – ეს იქნება პრევენციული ზომა დეზინფორმაციისგან თავდასაცავად.

YouTube-მა უკვე აკრძალა არხები, სადაც ვაქცინაციის წინააღმდეგ რეკლამა კეთდებოდა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ვიდეორგოლები ექვემდებარება პლატფორმის პოლიტაკას, რომელიც კრძალავს „სახიფათო და მავნე“ კონტენტის მონეტიზაციას.

კონტენტის დემონეტიზაციასთან ერთად YouTube-მა აამოქმედა ახალი საინფორმაციო პანელი, რომელიც ვაქცინებს ეხება. ძველად საინფორმაციო პანელები ჩნდებოდა ვიდეოებზე, რომლებიც ეძღვნებოდა ვირუსულ ინფექციებს. ეს ვიდეოები შეიცავდა მხოლოდ ვაქცინების აღწერას და მათ შესაბამის ბმულს Wikipedia-ზე. ამჯერად კი მნიშვნელოვნად მეტ ანტივაქცინაციურ ვიდეოზე მოცემულია ამგავრი საინფორმაციო პანელები, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ეხება.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close