ახალი ამბებიტექნოლოგია

ფრინველის კლანჭებისმაგვარი საკიდებით დრონები შეძლებენ ხეზე ჩამოეკიდონ და დაზოგონ ენერგია

იელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს „კლანჭები“ დრონებისთვის – მიმაგრების სისტემა, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს საშუალებას მისცემს მიემაგრონ ხის ტოტებს ან სხვა საგნებს ფრინველებისა და ღამურების მსგავსად. ამის წყალობით მოწყობილობა შეძლებს უფრო დიდხან შეინარჩუნოს ბატარეის დამუხტვის დონე და დავალებები შეასრულოს შეფერხების გარეშე – წერს TechCrunch.

მიმაგრების სისტემის შექმნა მეცნიერებს შთააგონეს ჩიტებმა, რომელთაც შეუძლიათ პრაქტიკულად ყველანაირ ზედაპირს მოეჭიდონ. მოწყობილობას აქვს რამოდენიმე მოხრილი, გაღუნული ფეხი და მიმაგრების უნარი.

image.jpeg

დასაშვებად ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად დრონი იწყებს ახლომდებარე სივრცის სკანირებას ლიდარის საშუალებით. მას შემდეგ, როდესაც შესაბამის ზედაპირს დააფიქსირებს, სისტემა შეუსაბამებს საჭირო პოზიციას. 

image.jpeg

„ჩვენ შევიმუშავეთ შასების მოდულური და ორიენტირებული კონსტრუქცია უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ისინი შედგება აქტიური მოჭიდებისა და კონტაქტური მოდულებისგან, რომლებიც დამონტაჟებულია გამრუდებულ ფეხებზე. ამგვარმა სისტემამ, რომელიც ფრინველების კლანჭების მსგავსი ფუნქციისაა, მნიშვნელოვნად გააფართოვა კონსტრუქციის შესაძლებლობათა დიაპაზონი“ – აცხადებს მწარმოებელი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button