
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რამდენი დარჩა გაუგებრობა
არ შერჩა ფრთები ყმაწვილურ სურვილს,
შლის წლოვანებაც
კარგს, საუცხოვოდ ჩაცმა-დახურვის
ხელოვანებას.
წარსულთა დღეთა ფიქრო, ევროპავ,
გაფრენავ ქორის,
რამდენი დარჩა გაუგებრობა
ჩემს და შენს შორის.
არ შერჩა ფრთები ყმაწვილურ სურვილს,
შლის წლოვანებაც
კარგს, საუცხოვოდ ჩაცმა-დახურვის
ხელოვანებას.
წარსულთა დღეთა ფიქრო, ევროპავ,
გაფრენავ ქორის,
რამდენი დარჩა გაუგებრობა
ჩემს და შენს შორის.