
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რევოლვერი
ცივი, შავად მოელვარე
თვალებით,
მყუდროებას რევოლვერი
შეარხევს,
რაღაც მკაცრი, ხმათა გარდა-
ცვალებით,
რომ არავინ იმის გარდა
მე არ მყავს.
საზარ ღამით, რომ მე და ის
ვსწორდებით,
ის იანვარს და მე მაისს
ვედრებით.
ერთადერთ ფიქრს არასდროს არ
ვშორდებით
სიხარულით, მწუხარებით,
ყვედრებით.