
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რეინი
შეღამებულ ჟრუანტელით
და კოშმარულ ძილით
ვერ ძლეული – კვლავ ამაყი
ყოფნას ვხვდები დილით.
არის მხოლოდ სინამდვილე
რომ არა ვარ ბავში,
რომ რეინიც მიდუდუნებს,
გახვეული შავში.
შეღამებულ ჟრუანტელით
და კოშმარულ ძილით
ვერ ძლეული – კვლავ ამაყი
ყოფნას ვხვდები დილით.
არის მხოლოდ სინამდვილე
რომ არა ვარ ბავში,
რომ რეინიც მიდუდუნებს,
გახვეული შავში.