პოეზია

ტრისტან ტცარა – გიიომ აპოლინერის სიკვდილი

თარგმანი დავით ბარბაქაძის

ჩვენ არაფერი ვიცით
ჩვენ არაფერი ვიცოდით სიკვდილის შესახებ
ღრმა ნაოჭებს თხრის ჩვენს კუნთებში
გამყინავი სიცივის ჟამი
ის გამარჯვებით აღტაცებას აირჩევდა
განბრძნობილ გლოვის სიჩუმეში ჩვენ ხაფანგში გამომწყვდეულებს
ძალა არა გვაქვს ღალატისა
თოვლს რომ მიწიდან ეთოვა და
მზე რომ ღამით ამოსულიყო
რათა გავეთბეთ
ხეებს ვარჯებით თავდახრილებს რომ ეკეკლუცათ
– გაბმული მოთქმა –
ფრინველებს რომ კაცთა გვერდით დაედოთ ბინა
და ჩვენს თავს ზემოთ წყნარი ტბისთვის მზერა მიეპყროთ
ჩვენ შევძლებდით ამის გაგებას
ხოლო სიკვდილი იქნებოდა საამო და ხანიერი მოგზაურობა
ხორცის უვადო შვებულება ფორმათა და ძვალთა ჯარიდან

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button