
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სანთლები
შორს, ზურმუხტისფერ სივრცის იქით, სანთლები სჩანდა.
დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური.
ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა –
ტალღებმა შექმნეს ვაი-ვიში, აურზაური…
და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა.
მას აქეთია იალქანი ზღვაზე მიფრინავს,
მისთვის ერთია, სად დახუჭავს ოცნება თვალებს,
მიუწვდომელი სანთლები კი ბრწყინავს და ბრწყინავს…
როგორ მაგონებს ის სანთლები ჩემს იდეალებს!