პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სასაფლაონი
სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა.
ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.
ორხიდეები ეცემა ნილოსს,
როს მხურვალება ქვიშაზე კვნესის,
უნდა რომ სული არ მიისილოს,
უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის.
ის იყო მეფე. ეხლაა მტვერი.
რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს,
არ შეუძლია იყოს პირფერი.
არ შეუძლია მტვერი არ იყოს.
და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია:
მზიანი დღეა, თუ სამუმია.