
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სულ მალე
არის მორგანი, როკაელლერი, არის სტინესი,
არის სტერლინგი უმძლავრესი და ურკინესი,
გემებს იზიდავს ინდოეთის ავლა-დიდება,
ლონდონის ბირჟა, ამერიკა, გაბედითება.
როგორ გამძაფრდა ეს ორგია უზარმაზარი,
იქ კი, ღიმილის და ზრდილობის მთელი ბაზარი:
დიპლომატები და ელჩები, ცხარე დენდები,
სიტყვიერ ომში ინგრევიან პარლამენტები,
მაგრამ, სულ მალე! აღიგვება ეს სისაძაგლე,
კამარილიას დანდობილი მეფეთ სასახლე.