
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სუროშემოხვეული
ოპერის ბაღს ერთგვარი
აქვს შვენება რჩეული;
სდგას მოხუცი მედგარი
სუროშემოხვეული.
მხარე – მისი გულია,
მხარე – მისი მგრძნობელი;
ირგვლივ ჟრიამულია,
გაზაფხულის მხმობელი.
ძალა ასეთ გულისა
იყო ლექსი მკობილი,
გრძნობა თვის მამულისა –
გრძნობა კეთილშობილი!
მიყვარს, როგორც მიყვარდა,
მე ეს მიდამოები,
ამ თეატრში გრგვინავდა
ჩემი საღამოები!