ბუნება & სამყაროსხვადასხვაფაქტები

მსოფლიოს უგრძელესი სახელის მქონე ადგილი

ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ (მაორი. Taumatawhakatangihangakoauauotamateaturipukakapikimaungahoronukupokaiwhenuakitanatahu) ან ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეაპოკანუენუაკიტანატაჰუ — ბორცვი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე, ჰოკს-ბეის რეგიონში. სიმაღლე ზღვის დონიდან 305 მეტრს შეადგენს. მისი სახელწოდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხშირად შემოკლებულად წარმოითქმის როგორც ტაუმატა (მაორი. Taumata).

დასახელება „ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ“ ითარგმნება შემდეგ ნაირად : „მწვერვალი, სადაც ტამატეა, ადამიანი დიდი მუხლებით, მთებზე მცოცავი, მიწების მყლაპავი რომელმაც იმოგზაურა, უკრავდა თავის ფლეიტას თავისი შეყვარებულისთვის“. 85 სიმბოლოს გამოყენებით გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით ის მსოფლიოს უგრძელესი სახელის მქონე ადგილია.

Source
en.wikipedia.org

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button