National Geographicბუნება & სამყაროსურათები

დედამიწის ბუნებრივი და ხელოვნური სილამაზეები (National Geographic)

ღამის დუბაის ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ელექტროობები ანათებს. ღრუბლებით დაფარულ ცაზე ელვა იკლაკნება, ხოლო იალქნის ფორმისა და 321 მეტრი სიმაღლის სასტუმრო “ბურჯ ალ არაბი” სპარსეთის ყურის ნაპირას მწვანედ ვარვარებს.


მადაგასკარული ლემურები მათი კარსტული სახლის სიახლოვეს დასავლეთ მადაგასკარში. ამ უცნაურმა კოშკებმა 1.8 მილიონი წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება, როცა გაიხსნა მიწისქვეშა წყლები და შეიქმნა ფოროვანი კირქვები.


რაჯა ამპატის კუნძულების წყლებში ფიჭის მარჯანი მწვანე შეფერილობას იღებს. ეს არქიპელაგი მარჯნების ფართო ვარიაციებითაა ცნობილი – მთლიანი სახეობების 75%-ს აქ შეხვდებით.


თვითმფრინავი ჩრდილს ტოვებს ტანზანიაში, ნატრიუმის ტბის წითელ ზედაპირზე, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის რიფტის ხეობის ნაწილია. წითელი ელფერი იმ წყალმცენარეებისგან მიიღება, რომლებიც ახლომდებარე ვულკანებიდან ამოფრქვეულ მარილებზე ხარობენ.


წითლად მოელვარე ლავა იღვრება დიონიო ლენგაის მთიდან ტანზანიის რიფტის ხეობაში. ვულკანის ლავა, რომელიც შიშველი თვალისთვის ყავისფერი ჩანს, სიმკვრივით ზეთისხილის ზეთის მსგავსია.


1940-იანებში დამზადებული “შევროლეს” პიკაპი ერთ დროს ამ გზებზე მოძრაობდა, თუმცა დღესდღეობით მისი ზედაპირი მთლიანად ხავსითაა დაფარული.


თითქმის გამჭვირვალე მომწვანო კუტკალია ყვავილის ფურცელზე ძვრება. ჩრდილო ამერიკული კუტკალიები სხვადასხვა ზომისანი არიან, დაწყებული ძალიან პატარებიდან დამთავრებული უდიდესებით, რომელთა სიგრძეც 7.5 სმ-ს აღწევს.


სქელი ღრუბლები და ჩამავალი მზე ირეკლებიან კოსტა-რიკის ნიქოიას ნახევარკუნძულის ქვიშიან სანაპიროზე. წყნარი ოკეანის სილამაზე და სერფინგისთვის საუკეთესო სასრიალო ადგილები ის ორი მიზეზია უამრავიდან, რის გამოც ცენტრალური ამერიკის ეს ქვეყანა ტურისტების თავშეყრის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცა.


დამტვრეული და უვარგისი მანქანები აქ, ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიაში, ერთ-ერთ ჯართის ეზოში განისვენებენ. თუმცა მათი მეტალი გადამუშავდება და სხვა დარგებში გამოიყენება, ამიტომ ბრიტანეთის კოლუმბიაში მოძველებულ მანქანებს პატრონები მალევე აბარებენ.


ფრინველებზე მონადირე მდინარე ინდში ყანჩების მახეს აგებს. უძველესი მოსახლეები აქ 3000 წლის წინათ მოვიდნენ და აითვისეს ტეხასის ზომის ტერიტორია, რომელიც არაბეთის ზღვიდან ჰიმალაის მთისწინეთამდე იყო გადაჭიმული.


მეხიკოს კრისტალების გამოქვაბულში შესული მკვლევარი გიგანტური ამონაზარდების ფონზე უმნიშვნელოდ ჩანს. 2000 წელს ორი ძმა გათხრებს აწარმოებდა ტყვიისა და ვერცხლის აღმოსაჩენად ჩრდილოეთ მეხიკოში, როცა მოულოდნელად მიწისქვეშა კრისტალების ინკუბატორს წააწყდნენ. მათგან უდიდესი 600 000 წლისაა.


ნარინჯისფერი ქაღალდის მზის ქოლგა ქალის სილუეტს კვეთს. უძველეს ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთსა და მესოპოტამიაში ქოლგას მზისგან დამცავი ფუნქცია ჰქონდა და წარჩინებული ხალხის პრეროგატივა იყო.


ნორჩი მწვანე ხეები ირეკლებიან ხუთი ყვავილის ტბის წყალში, რომელსაც მინერალების ნალექი და წყალმცენარეები აფერადებენ. 5 ყვავილი ერთ-ერთია ძიუჯაიგოუს ბუნებრივი საცავის 118 ტბიდან, რომლებსაც 1978 წლიდან ჩინეთის მთავრობა იცავს.


ფინეთში, აჰტარის ზოოპარკში მურა დათვი, სახელად მიმი იწელება. ზაფხულის სიცხის მიუხედავად ზოოპარკის საყვარელი მობინადრე რამდენიმე წუთი იყო ამ პოზაში, რომელიც დედისგან ისწავლა.


ბოლივიის ქალაქ სალარ დე უიუნში მდებარეობს ყველაზე დიდი მარილის ველი, საიდანაც მარილი მიეწოდებათ ახლომდებარე ანდების სოფლებს. ეს დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ბრტყელი ადგილია – 10 000 კვ. კმ. ფართობის ტერიტორიაზე რელიეფი მაქსიმუმ 40 სმ-ით იცვლება.


სენტ-ლუსიას შესართავში 1 წლის ნილოსის ნიანგი ცდილობს ბაყაყი ხელში მოიგდოს. ისიმანგალისოს პარკის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც იუნესკო 1999 წლიდან იცავს, დაცული ადგილია და აფრიკაში უდიდეს შესართავ სისტემას წარმოადგენს.


სილის ტბასთან ცეცხლმოკიდებული ტყის სცენას ზედამხედველი ათვალიერებს შედარებით უსაფრთხო ადგილიდან – სატვირთო ავტომობილიდან. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ალი გზაზეც გადავიდა, შთანთქა ხეები, რამაც აპოკალიფსური ლანდშაფტი შექმნა.


შებინდების პერიოდი დამპირის სრუტის ტერიტორიაზე. ღრუბლებით დაფარული ცის ქვემოთ მეთევზე საქმიანობს ხის ნავზე. წყლის სარკისებური ზედაპირის ქვეშ პატარა თევზები დაცურავენ და არეკლილი სხივებით ანათებენ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button