სხვადასხვა
ქალები ქართულ ხალხურ პოეზიაში I
გიგაის ცოლი
მოუკლავთ ჩვენი გიგაი,
ზედ არ აბია მკლავია.
გიგაის ცოლმა გაიგო,
წელს შემოირტყა ხმალია,
შეახტა გიგას ლურჯასა,
შავარდენივით მალია:
– აბა, თუ ლურჯავ, ნალ გიჭრის
ახლა შენი დრო არია.
…………………………
ქალმა დაჰყივლა ყაჩაღებს:
– საით მიგიდით ცხვარიო?!
გაიძრო თავის ფრანგული,
გიგას ნაჭედი არია.
გაჰკრა-გამოჰკრა ყაჩაღებს
მინდორს გაშალა თავნია.
………………………….
გამოუქეჩა ვაცებსა,
ჩეთმას ჩარეკა ცხვარია.
………………………….
ადგა და ქალმა დაიწო
(ეს მათი წესი არია):
ნუ დაიდარდებ, გიგაი,
ცხვარი ჩვენს ხელთვე არია,
ისე გავუძღვე ცხვარ-ძროხას,
არ მოვაშორო თვალია.
ვირსალაძე / ქართული ხალხური პოეზია / თბილისი 1974 / გვ. 139–141