ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

LinkedIn: ბლოკჩეინი შევიდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელფასის ტოპ სფეროში

2020 წელს ბლოკჩეინ-ანტრეპრენერები ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები გახდებიან – მათზე მოთხოვნა გადააჭარბებს მიწოდებას. ამ ფაქტს მოწმობს საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და ძიებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი LinkedIn-ის კვლევა. 

ანალიზი ჩატარდა იმ პროფესიონალური უნარ-ჩვევებისა და პირადი მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებიც მითითებულია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელფასის მქონე პირების რეზიუმეებში. მოცემულ რეიტინგში ბლოკჩეინმა გადაასწრო გამოთვლების ქლაუდ სფეროსა და ხელოვნურ ინტელექტს. 

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინ-სპეციალისტები განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნებიან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში. 

„კრიპტოვალუტების სამყაროდან გამომავალი ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ბიზნესის სფეროში არსებული უამრავი ამოცანის გადაჭრის გადაწყვეტილება გახდა. მას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა IBM, Oracle, JP Morgan Chase, Microsoft, Amazon, American Express და ბევრი სხვა. ბლოკჩეინის გამოყენების სივრცე მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას: ტრანსპორტირებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობასა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“ – განაცხადა LinkedIn-ის Talent Blog-ის მთავარმა რედაქტორმა ბრიუს ანდერსონმა. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს LinkedIn-მა განაცხადა, რომ აშშ-ში ბლოკჩეინთან დაკავშირებული ვაკანსიების რაოდენობა 33-ჯერ გაიზარდა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button