– „უსენი უაღრესად კოლორიტული პერსონაჟია „ვეფხისტყაოსნისა“. ის ფატმანის მეუღლეა. გარეგნულად შეუხედავი, ამიტომაც დაეძებს მზესავით მომხიბლავ ახალგაზრდა საყვარლებს ფატმანი: „მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.“ უსენი, ასევე, ფატმანის დახასიათებით, არის „ლმობიერი“ კაცი, ეს კიდევ დიდი უბედურება არაა, მაგრამ მას არ შეუძლია მიცემული სიტყვის, პირობის შესრულება. მისთვის ფიცის გატეხა ჩვეულებრივი მოვლენაა: „დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი! მართლად თქმულა: „არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი.“ მართალია, უსენი აშკარად „რქიანია“, თუმცა მთლად უჭკუო კაცი არ უნდა იყოს, რადგან, ჯერ ერთი, ის ვაჭართა უფროსია, მეორე, იმოდენა ქონება დააგროვა, რომ მეფეც კი ეუბნება: „ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა.“ სულელი ადამიანი კი ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდა. ამასთან ერთად, ის მეფის უახლოესი პირია, მისი „არიფია“, მისი თანამეინახეა: „უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი. აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსტრომელი.“ ეს ფატმანისეული დახასიათებაა უსენისა და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ არ მოსწონს, უფრო მეტი, ეზიზღება მას თავისი ქმარი: მკვეხარა, მაბეზღარა, უღირსებო, ფიცის გამტეხი ვაჭარი. აი, ასე, რამდენიმე ზუსტი ეპითეტით და, რაც მთავარია, კონკრეტულ სიტუაციაში პერსონაჟის ქცევა-მოქმედების ჩვენებით ქმნის რუსთაველი უსენის დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეს.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - The BearFox – The BearFox (EP, 2014)მარტი 21, 2022