![გალაკტიონ ტაბიძე უკანასკნელი თანამგზავრი](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2022/09/გალაკტიონ-ტაბიძე-უკანასკნელი-თანამგზავრი.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე უკანასკნელი თანამგზავრი
გადაქცეული მწარე გრძნობებად
უკანასკნელი თანამგზავრი მემშვიდობება.
დავრჩები მარტო, სრულიად მარტო.
ო, შემოდგომის გვიანო ვარდო,
მემშვიდობება,
მემშვიდობება –
საღამო იგი, აღტაცების და დამშვიდების,
უკანასკნელი თანამგზავრი ჩემი დიდების.