პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე უცხოელ პოეტს

ჩვენში: „გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,
მუხლი მაიბი მგლისაო“ – მღერდნენ.
თქვენში კი – ერთობ სხვა ამინდია,
მგოსნებიც თქვენი გადასხვაფერდნენ.

რა სასწაულით, რა საწყაულით
პოეტი უნდა შეიქნეს მოგვი –
მუხლები თუ აქვს გადატყაული
ბატონების წინ ხვეწნით და ჩოქვით.

არვინ მიენდოს ამგვარს იოტით!
პოეტი მართლა პოეტი თუა –
არც ერთ მლიქვნელის და იდიოტის
სწრაფვას იმისას არ აჰყვეს ჭკუა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button