პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე უცხოელი პოეტი

უმცროსმა ჩემზე
რამდენიმე წლით
ცხოვრებას ადრე
კვალი უძია.
როცა ჰკითხავენ:
საით, რომელ გზით?
ის ამბობს: სადაც
რევოლუცია!

გულით ამტანი
მრავალთა ბედის,
იგი ერთგული
პოეტთა რაზმით
სამოქალაქო
გრიგალში შედის
ჯერარსმენილი
ენტუზიაზმით.

როგორ უყვართ ის!
ის ჩვენთან არის,
ის, ვისაც მედგრად
და უანგაროდ
ცეცხლში და წყალში
ახალგაზრდობა
რომ თან გადაჰყვეს –
მზადაა მარად!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button