კახაბერ ჯაყელი მათემატიკაზე
(ნამდვილი ამბავი)
მოვდივარ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩემი უმცროსი შვილი თიკო უნდა გამოვიყვანო ინგლისურიდან და წავიყვანო მათემატიკაზე . უეცრად რეკავს ტელეფონი , მანქანას ცოტა ვანელებ და ხმამაღლა სასაუბრო ღილაკს ვაჭერ ხელს:
- გისმენთ!
- ბატონ კახაბერ ჯაყელს ვესაუბრები ? – მეკითხება სასიამოვნო ხმით გოგონა
- დიახ მე ვარ, თქვენ რომელი ხართ ?
- გირეკავთ საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიიდან , თქვენ დაპატიჟებული ხართ საქართველოს პრეზიდენტთან სადილზე – მეუბნება გოგონა.
- რომელი ხარ ეხლა ნაღდად თქვი ? – ვამბობ გაოცებული.
- მართალს გეუბნებით! მობრძანდით საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში, სადილზე, გპატიჟებთ საქართველოს პრეზიდენტი ! – ხმა ეცვლება გოგონას.
- უღრმესი მადლობა , მაგრამ როდის? – ვკითხულობ გაკვირვებული.
- ეხლავე ერთ საათში – მეუბნება გოგონა და მარწმუნებს, რომ მოწვევა სერიოზულია და არაფერ გათამაშებას არ აქვს ადგილი.
- ოკ – ვპასუხობ მე და მივდივარ თიკოს ინგლისურის მასწავლებელთან, სადარბაზოსთან ველოდები ჩემი შვილის გამოჩენას და ვფიქრობ გაკვირვებული დღევანდელ მოპატიჟებაზე. აი თიკოც ჩამორბის გახარებული სახით !
- წავედით მამა მათემატიკაზე – ამბობს თიკო !
- მამი, იცი სად მივდივართ ეხლა… ? – ვცდილობ დავიყოლიო თიკო და ხმას იდუმალებას ვაძლევ, მაგრამ თიკო მკაცრად მიყურებს.
- თიკო შვილო, ეხლა დამირეკა საქართველოს პრეზიდენტმა, დაპატიჟებულები ვართ მის სასახლეში – ვეუბნები მე ბავშვს, მაგრამ თიკო შუბლს მიჭმუხნის და მპასუხობს :
- მათემატიკის მასწავლებელი მელოდება ერთ საათში, მანამდე სახლში რომ არ შევირბინო ბებია გადაირევა ხომ იცი ! ეხლავე წავედით სახლში , უნდა ვისადილო და შემდეგ მიგყავარ მათემატიკაზე! ..მამა! – მკაცრად აცხადებს თიკო.
- რა სახლში, წამო პრეზიდენტთან ვისადილოთ – ვამბობ მე და ვხედავ რომ თიკოს ძალიან გაბრაზებული თვალები აქვს!
- მამა წამიყვანე სახლში და შემდეგ მათემატიკაზე – ურყევია თიკო . მაგრამ მე მაინც ვატრიალებ მანქანას .
მანქანას კანცელარიის წინ ვაჩერებ , პატარა თიკოს ხელს მაჯაზე ვკიდებ და ლამის ძალით მიმყავს შესასვლელისაკენ.
- გამარჯობათ , პრეზიდენტთან ვარ დაპატიჟებული სადილზე – ვეუბნები შუშის კაბინაში მჯდომ გოგონას.
- თქვენი გვარი , სახელი…. დიახ არის მოასწვევი , ჯაყელზე , ეს გოგონა თქვენი შვილია? კარგით შემოიყვანეთ – მეუბნება ქალბატონი და კანცელარიაში შევდივართ .
- „მამა მათემატიკა“! ამბობს თიკო ზურგს უკან, მაგრამ უკვე პრეზიდენტის სასახლის შესასვლელთან ვდგავართ .
კარები იღება და მოსჩანს მაღალი , ცისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი , მხიარულ ხასიათზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტი , რომელსაც ორმოციოდე უცხოელი შემოხვევია გარშემო . ეს უცხოელები რატომღაც ძალიან დაბლები მოსჩანან , მათ შორის პრეზიდენტი აიანტს , ან არვიდას საბონისს წააგავს . უეცრად ის მე მიყურებს და ხელებს შლის !
- კახა , რა შორს დგახარ , მოდით ახლოს – გვსაყვედურობს მიშა და უეცრად მეც ხელებ გაშლილი მიშასკენ მივდივარ . ემოციას დიდი ძალა აქვს! პრეზიდენტი მეხვევა და მხრებზე ხელს მადებს გაღიმებული!
- დიდი მადლობა დაპატიჟებისათვი ბატონო პრეზიდენტო! – ცოტა დაბნეული ვამბობ მე.
ამ დროს თიკო ჩურჩულით მეუბნება – „მათემატიკაზე დამაგვიანდება მამა…“!!!.
ეს ვინ არის ? – კითხულობს მიშა პრეზიდენტი.
ჩემი ზურს უკან პატარა თიკო იყურება , მას საოცრად გაბრაზებული სახე აქვს, თვალებს ხან მე მომაპყრობს და ხანაც მიშას ახედავს. მინდა შვილს ვკითხო ეს კაცი აბა სად გინახავსთქო, მაგრამ პრეზიდენტის თვალწინ ვერ ვბედავ.
- ეს ჩემი შვილია , სახელად თიკო! – ვამბობ მე.
- რომელ სკოლაში დადის ? – კითხულობს პრეზიდენტი .
- დემირელის სკოლაში ვსწავლობ – გათამამდა თიკო და პრეზიდენტი იბადრება .
- დემირელის სკოლა ძალიან კარგია , ყოჩაღ . ყოჩაღ ! მობრძანდით თიკო – გვეუბნება მიშა და ვერანდაზე გაშლილ ტერასაზე გამორჩეულ ადგილას მოგვიძებნის სავარძელს. გრძელ, ნუგბარებით სავსე სუფრასთან ვჯდებით და ვუსმენთ პრეზიდენტს.
პრეზიდენტი ძალიან გახარებულია! ის უცხოელებს ეკონომიკაზე ესაუბრება . მე მის საუბარს ვუსმენ ცოტა გაკვირვებული, რადგანაც მიშა ასე ღრმად თუ იცნობდა ეკონომიკას, ვერც დავიჯერებდი. საუბარში იგი განიხილავს მილტონ ფრიდმანის თეორიებს, თავისუფალ ეკონომიკას და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკს , ავსტრიის ეკონომიკის სკოლას. უცხოელები მას კითხვებს უსვამენ და მიშა ისე ისტატურად პასუხობს გეგონება მაკროეკონომიკის პროფესორია ჩამოსული ჰარვარდის უნივერსიტეტიდანო.
შემდეგ საუბარი მარკეტინგზე გადადის . მიშა მარკეტინგს ბრწყინვალედ იცნობს და იმდენ საინტერესო რამეს ჰყვება, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავენ მასთან მისული სტუმრები და მეც მათთან ერთად !
ამ დროს მესმის თიკოს ხმა – „მამა მათემატიკაზე მაგვიანდება წამიყვანე ეხლავე “
ვაჩუმებ თიკოს და ვუსმენ პრეზიდენტის საოცარ მონოლოგს ეკონომიკასა და მარკეტინგზე, რეფორმებზე და პოლიტიკაზე! მაგრამ როგორც ჩანს დემირელის სკოლის მოსწავლე ძალიან პრინციპულია !
„წავედით, ეხლავე მამა“ – ითხოვს თიკო.
„ეხლა ვერ ავდგები და ვერ გავალ აქედან “ – ვეჩურჩულები თიკოს ის კი თავს კატეგორიულად აქნევს და მოითხოვს მატემატიკაზე წასვლას.
ამ საუბარში კიდევ კარგი , პრეზდენტი უეცრად ფეხზე წამოიჭრება და სტუმრებს ბოდიშს უხდის და მიშასთვის დამახასიათებელი გრძელი ენერგიული ნაბიჯებით სასახლისაკენ მიდის!
- მამა, მამა აი დროა წავედით ამბობს თიკო, მე ვდგები , ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და თიკოსთან ერთად გავრბივარ გასასვლელისაკენ.
„რა ხდება სად გარბიხართ? “ – მეკითხება გრძელი დერეფნის ბოლოს მდგომი სასახლის მცველი გვარდიელი .
„მათემატიკაზე …“ – ეუბნება პასუხად გვარდიელს თიკო !
კახაბერ ჯაყელი 2022 წელი 7 მაისი