PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორი: კრიპტოვალუტები ფინანსურ სამყაროს შეცვლიან
ციფრული აქტივები და ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს ფინანსურ სისტემაში. ამის შესახებ PayPal-ის ხელმძღვანელმა დენ შულმანმა Axis Tel Aviv 2022 ღონისძიების ფარგლებში განაცხადა, წერს CTech.
„ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვაზე და იმაზე, თუ რა იქნება Bitcoin-ის ფასი ხვალ. […] ჩემთვის ციფრული ვალუტები არის აქტივების კლასი […] ეს არის მათი სარგებლიანობა გადახდებში“, – განაცხადა ტოპ მენეჯერმა.
შულმანი სამომავლო ფინანსურ სისტემას ხედავს, როგორც CBDC-ების, Stablecoin-ების, ციფრული საფულეების და კრიპტოვალუტების გადაკვეთას.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში PayPal-მა კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭო ჩამოაყალიბა.
ადრე კომპანიამ დაუშვა Bitcoin-ის და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვის შესაძლებლობა ამერიკელი მომხმარებლებისთვის. 2021 წლის აპრილში PayPal-ის მფლობელობაში არსებულმა მობილური გადახდების სერვისმა Venmo-მ გამოუშვა მსგავსი სერვისი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია განიხილავს გეგმებს – გამოუშვას საკუთარი Stablecoin, ასევე კრიპტო საფულე.