
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ფარულ ტკივილებით
ფარულ ტკივილების ბაღი დაბურული
ასეთ გრადაციით მიდის ფრთაზვიადი:
ღამე – მარტოობის მტევნით დახურული,
ფარდა – იდუმალი, სარკე – იშვიათი.
ღამე უცხოეთში უნდა გამეთია,
როცა აზიიდან მოდის განათება –
ათას საუკუნის მთელი ტრაგედია
მოსდევს მოგონებას, როგორც ანათემა.
ხმალში გაწვევაზე ფიქრო უმიზეზო,
შენზე ოცნებასაც ვიცი – რა დავარქვა!
სანთლით იფოთლება ჩვენი ჩუმი ეზო…
გასწი! მიმაქანებს თვალთა გადაკარგვა!