
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ფედია ჩუდეცკის
იყო ღრმა ფილოსოფოსი,
სახელად ერქვა სპინოზა,
ის ქადაგებდა: რათა სომთ
ამდენს არაყს და ღვინოსა.
ეს რომ სიკვდილმა გაიგო, –
სთქვა: ცოტა მამითმინოსა,
გამაუქროლა სპინოზას –
და მტვრად აქცია სპინოზა!
ესე ამბავი სახუმრო –
სერიოზულზე მეტია,
რაც დღე დააკლდა სპინოზას –
შენ შაგემატოს, ფედია.