პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ფოთლების ლანდი
დღეს გაასვენეს შემოდგომით გაწვალებული
რეგიის ღერი,
მე მივყვებოდი მწუხარებას შეყვარებული
და ქარვისფერი.
ო, ენკენისთვე ეპარება დარდივით მდელოს,
მზე სად არ არი?
მაინც, ძვირფასო, ჩემს სამშობლოს და სამფლობელოს
არ აქვს საზღვარი.
ვიცი, ვიქნები! მშვენიერი მიზნის სიძნელით
თუ კი მოვედი,
გადავიქანებ სიკვდილს მაღლა ამართულ ყელით
მე, შავი გედი!
პოეტი ბრბოში, სულ ერთია, იქნება ზრდილი:
ქარის მანდილი
ზედმეტი, უცხო, უნაყოფო და განდევნილი
ფოთლების ლანდი.