რა უნდა ვქნათ,თუ ერთდროულად ბწვრ საქმეს ვაკეთებთ?
აკეთე სიამოვნებისთვის და არა იდეალურობისთვის.
ბევრი ჩვენგანი მიილტვის იდეალურობისკენ. თუმცა, ამას მეტისმეტად შორს მივყავართ და ხშირად, სრულიად არასაჭირო გეზით. პანდემიამდეც, მკვლევარები და ფსიქოლოგები მიუღწეველი იდეალებით გაწვალებული ადამიანების რიცხვის დრამატულ ზრდას აკვირდებოდნენ. კვლევის ფარგლებში, 40 000 ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი სტუდენტი გამოიკვლიეს, 1989-2016 წლებში და შენიშნეს, რომ ზემოხსენებული მაჩვენებელი 33%-ით გაიზარდა. ადამიანები ხშირად დავდევთ იმ ილუზიას, რომ ცხოვრება აუცილებლად იდეალური უნდა იყოს. ეს კი შეუძლებელია და სინამდვილეში, მხოლოდ შფოთვასა და დეპრესიას იწვევს. იდეალური შედეგის ნაცვლად, ეცადეთ მიიღოთ ის რეზულტატი, რაც გაგაბედნიერებთ. მთავარი თქვენი სიმშვიდე და საქმით მიღებული სიამოვნებაა.
შეცდომებს ცნობისმოყვარეობით მოეკიდეთ.
ერთხელ, ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში, კონდიტერის მოულოდნელი გამგზავრების შემდეგ, დესერტის მომზადება დაევალა. როდესაც მან ლიმონის ნამცხვრის რამდენიმე ნაჭერი აიღო, ერთ-ერთი შემთხვევით, იატაკზე დაუვარდა. ეს კი, შეფმზარეულმა მასიმო ბოტურამ დაინახა. თუმცა, გაბრაზების ნაცვლად, მომხდარმა შეფმზარეული შთააგონა. დღეს, რესტორნის ერთ-ერთ მთავარ დესერტს ჰქვია: “უი, ლიმონის ნამცხვარი დამივარდა”. ის ისეა აწყობილი, რომ არეულობა ვიზუალურად ეტყობოდეს. აი, ასეც ხდება, როდესაც შეცდომებს არა ბრაზით ან სასოწარკვეთილებით შეხედავთ, არამედ ცნობისმოყვარეობით მოეკიდებით.
კონცერტრირდით თქვენთვის აზრიან საქმეებზე.
განსაკუთრებით, წნეხის ქვეშ ყოფნისას, ჩვენ ვავიწროებთ თვალთახედვას და ვფოკუსირდებით იმ გზაზე, რაც იმ მომენტში სწორად მიგვაჩნია. თუმცა, უკეთესი მიდგომაა, ფართო სპექტრს გადახედოთ, განიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი და პერსპექტივა. გამოიყენეთ რჩევები, რასაც ვისმენთ ხოლმე ასეთი სიტუაციებისთვის. მაგალითისთვის კაპიტანი ჩელსი სალენბერგერი გამოგადგებათ, რომელმაც ცივი იანვრის დღეს, 2009 წელს, ჰადსონის მდინარეზე უსაფრთხოდ დასვა თვითმფრინავი, როდესაც ორივე ძრავი გაითიშა. მან განიხილა შესაძლო ვარიანტები და აირჩია ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე რელევანტურად მიიჩნია.
ხშირად გაიღიმეთ.
ყველას სიამოვნებს გულიანი სიცილი, თუმცა, საქმეებში ჩაფლულებს ხშირად გვავიწყდება გახალისება, მით უფრო, ისეთ სტრესულ პერიოდში, როგორიც Covid-19-ს ახლავს თან. ჩვენ გვიყვარს სახალისო ამბები, კომედიები, თუმცა მათი ჩვენი დღის განრიგში ჩამატება გვავიწყდება ხოლმე. 2015 წლის კვლევის მიხედვით, სიცილი ახლადგაცნობილ ადამიანებს ბევრად სწრაფად აყალიბებს დადებით ურთიერთობებს. მას, ასევე შეუძლია ემოციური ბალანსის მიღწევაში დაგვეხმაროს. თანაც, სიკეთე გადამდებია – ჩვენ რომ ვიღიმით, სხვებსაც ეღიმებათ. დღეს, ბევრი რამ არის ჩვენი კონტროლის მიღმა. თუმცა, როგორი მოლოდინი და დამოკიდებულება გვექნება მოვლენების მიმართ, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. სწორედ, ახლაა დრო, რომ გადახედოთ ამ პრინციპებს და ცოტაოდენი სიმშვიდე იპოვოთ საკუთარ თავში.