რა არის სმუზი და როგორ დავამზადოთ გემრიელი, ჯანსაღი სმუზი სახლის პირობებში
სმუზი დღესდღეობით ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მთელ მსოფლიოში. ის ერთდროულად გემრიელიცაა და სასარგებლოც – შესაძლებელია მისი მომზადება სახლის პირობებში. ის შეიძლება მიირთვას ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, შეიცავს ვიტამინებს, უჯრედისს – განსაკუთრებით პოპულარულია სპორტსმენებში. მზადდება ხილისა და/ან ბოსტნეულისაგან, თუმცა შესაძლებელია დაემატოს სხვა ინგრედიენტებიც. ყველაზე პოპულარულია კივის, ბანანის, მარწყვის, ციტრუსების სმუზი.
სმუზის განზავება შესაძლებელია რძით, ხილისვე წვენებით, წყლით, შეგიძლიათ გემოვნებისამებრ დაუმატოთ გახეხილი შოკოლადი, ნაღები, ქოქოსის ფანტელი, კოჭა და სხვ. სმუზი არის დეტოქსიკატორი და გამწმენდი, ხელს უწყობს კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მოწესრიგებას.
რეცეპტი N 1:კენკროვანი სიგრილე:
ავიღოთ ერთი ჭიქა ლურჯი მოცვი, წითელი მოცვი, წითელი და შავი მოცხარი, მაყვალი და დავაბლენდეროთ სპეციალური ან ჩვეულებრივი რეჟიმით ბლენდერის რეზერვუარში. მიღებულ მასას დავასხათ ½ ყურძნის და ალუბლის წვენი. თუ გემო ძალიან გაჯერებულია, შეგიძლიათ წყლით განაზავოთ. დავამატოთ მწიკვი ჯავზი (მუსკატის კაკალი), შეგიუძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ფანტელიც, ასევე მორთოთ ფოთლებით.
რეცეპტი N 2: ავოკადოს სმუზი “მაძღარი ავოკადო”.
ავიღოთ ავოკადო, გავხეხოთ და გავაცალოთ კანი. დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ასევე რამდენიმე საშუალო ზომის მსხალი და დავჭრათ წვრილად. ჩავყაროთ ბლენდერის რეზერვუარში, ჩავაყაროთ დაქუცმაცებული ქინძი და ოხრახუში, დავაბლენდეროთ პიურე მასის მიღებამდე. დავამატოთ 1- 2 ჭიქა წყალი, მწიკვი მარილი და ისევ დავაბლენდეროთ მასა.
რეცეპტი N 3: სმუზი ჭარხლისაგან
ამ რეცეპტისათვის საჭიროა ჭარხლის მიკროტალღურ ღუმელში “გამოცხობა”. ავიღოთ ჭარხალი, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და დახურული ჭურჭლით შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში 15 წუთით. დაველოდოთ გაციებას, გავფცქვნათ და ჩავყაროთ ბლენდერში, დავამატოთ კენკრა, დავასხათ 300 მლ ალუბლის წვენი, დავამატოთ ცოტა ვანილი და დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
რეცეპტი N 4: “მწვანე ჯანმრთელობა”
ნამდვილი ვიტამინების კოქტეილი ბოსტნეულისაგან!დავჭრათ დანით ან ჩოპერით ნედლი კომბოსტო, ერთი გასუფთავებული კიტრი, ნახევარი ყაბაყი, ქინძის კონა, 150 გრამი კონსერვირებული ან ცოცხალი ანანასი – დაჭრილი, სრული მასა მოვათავსოთ ბლენდერში და დავასხათ მწვანე ცივი ჩაის ნაყენი, ასევე 1 მთლიანი ლიმონის წვენი და ჯანჯაფილის (კოჭა, ე.წ. “იმბირი”)კარგად დავაბლენდეროთ მასა და ჩამოვასხათ ჭიქებში.