
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ფრინველები ზღვას გაჰკივიან
შემოდგომის ცა. ფრინველები
ზღვას გაჰკივიან.
ზღვას გაჰკივიან ფრინველები
უცხოდ, უმწეოდ.
რაც ცა უმზეოდ – დედამიწაც
დღეს იგივეა…
გემიც უშენოდ იგივეა –
რაც ცა უმზეოდ.
რა დიდებული, ძველებური
აივანია:
აქ შეგვიძლია მოგონება
შემოვიშენოთ,
ბევრი კარგი დრო ამ ადგილას
გვიტარებია…
რაც დღე უმზეოდ, იგივეა
გემი უშენოდ…