
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ფანტაზია
ოცნება ტკბილი და ნეტარება
სულს ასხიოსნებს, გულს შეეთვისა.
თავს დამციმციმებს უცხო მშვენება –
უცხო მადონა რაფაელისა.
მიყვარს იმისი ნარნარი სახე,
უცნაურ ფიქრთა გამომხატველი,
გაჰქრეს დღე შავი და სივაგლახე,
წყვდიადში გაჰქრეს სევდა-ნაღველი.