
ქართული გვარები
გეორგაძე – გიორგაძე – ( ქართულიგვარ – სახელები )
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიორგი და მისი სახეშეცვლილი ფორმა – გეორგა. 1817 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში, თავად ნინია სოლოღაშვილის ყმად მოიხსენიება ივანე გეორგაძე. ამავე ძირისაა გვარი გიორგაძე.
საქართველოში 14 582 გიორგაძე ცხოვრობს: თბილისში – 2 798, ქუთაისში – 2 256, ვანში – 1 112. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით