პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ქარი მოგონებათა

აგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი
შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა;
ისმოდა შორი რაშო-და შოდა
და კრიალებდა მზიანი დარი,
როგორც ცოცნება უშორეს დროთა.
თითქო ქალწულმა პირველად სცოდა
და სინანულის დაგუბდა ღვარი…
ზღვა იყო წყნარი.
თითქო ფენობა ზურმუხტის რტოთა,
ცის დასავლამდე უსიზმროდ მდგარი,
უსმენდა ჩანგებს და მოელოდა;
შორს, ძალიან შორს მოჩანდა ქარი,
მე შენ გკოცნიდი და გული თრთოდა;
ზღვა იყო წყნარი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button