პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ქარი ქანაობს ქნარად

ჭკნება ვარდები რგული,
ქარი ქანაობს ქნარად,
არ გამრთელდება გული?
წყნარად, წარსულო, წყნარად.
ცაზე ნელდება რული,
ფერად ძოწ-აბრეშუმად –
არ გამრთელდება გული?
ჩუმად, წარსულო, ჩუმად.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button