პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე უცნობი

სდგას, თითქო ბოჭავს
კოშმარი – ჯადო
და მისი სახის
ამბობს იერი:

ხვალესაც წყევლით
უნდა უცადო,
შავი სინათლე
მოვა ცბიერი,

რომ განიცადო
და კვლავ უწოდო –
არარაობა!
სიცალიერე!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button