ახალი ამბებისმარტფონები

Apple Full Screen iPhone-ს 2021 წელს გამოუშვებს

ანალიტიკოსები, რომლებიც Apple-ის მოწყობილობების შესახებ საკმაოდ ზუსტი პროგნოზებით არიან ცნობილი, საზოგადოებას უზიარებენ ცნობებს 2020 წლის iPhone-ების შესახებ.

მათი მტკიცებით, მომავალ iPhone-ებს წინა თაობებთან შედარებით უფრო პატარა ჭრილები ექნება, რაც შესაძლებელი გახდება კამერა TrueDepth-ის კომპონენტების შემცირების

წყალობით. ამ კამერის ბაზაზეა რეალიზებული მომხმარებლის სახის ამომცნობი სისტემა Face ID.

ანალიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ 2021 წელს უნდა ველოდოთ Full Screen დისპლეის მქონე iPhone-ებს. ასეთ მოწყობილობებში ეკრანი დაიკავებს ფრონტალური პანელის თითქმის მთლიან სივრცეს. ამასთან, შესაძლოა სენსორები და ფრონტალური კამერა დისპლეიში „დაიმალოს“.

კომპანია Apple, რა საკვირველია, გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერს აცხადებს.

აგრეთვე, როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე კვარტალში Apple წარადგენს სამ ახალ სმარტფონს, ესენია – iPhone XS 2019, iPhone XS Max 2019 და iPhone XR 2019. iPhone XR 2019 მოდელებს, როგორც ამჟამადაა ცნობილი, ექნებათ ორი ძირითადი კამერა და LCD ეკრანი ზომით 6.1 დუიმი დიაგონალზე. iPhone XS 2019-სა და iPhone XS Max 2019 სმარტფონები კი წარმოდგენილი იქნება სამი კამერითა და OLED დისპლეით, რომელთა ზომებია 5.8 და 6.5 დუიმი, შესაბამისად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button