
პოეზია
გრიგოლ ორბელიანი კინტოს სიმღერა
რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?
ვიწვი, მედება ეშხის ალები!
მინდა დაგწყევლო, — ენა არ მომდევს,
ვფიქრობ გეჩხუბო — გული არ მომდევს,
ვამბობ გაგექცე, — ფეხი არ მომდევს!
ვაი, ამ ცეცხლში როგორ გავები!
რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?