
იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – ბრმა ავაზი
ავაზი მყვა, მამისაგან დანარჩომი, რომე ნადირი ვერ გარდეხვეწის. სენიანობით თვალები დაუბრმავდა.
დავღონდი და ვეღარა ვუწამლე რა. მიმძიმდა მისი წახდენა. მისთანა აღარ იშოებოდა.
ერთმან კაცმან მითხრა:
– მაგას თავსა ზედა კატა დააკარ და ნადირს ადევნე; კატა ნახავს და ავაზა შეიპყრობს.
ეგრე ვქმენ და ვეღარას ღონით ნადირი ვეღარ გარდაეხვეწა.