ახალი ამბებიკოსმოსიტექნოლოგია

რა გავლენას ახდენს მთვარის დაბალი გრავიტაცია ასტრონავტებზე?

ევროპული კოსმოსური სააგენტო ESA ამზადებს ასტრონავტების ახალ თაობას მთვარის ახალი პილოტირებული მისიისთვის. მცირე ხნის წინ დაიწყეს მათთვის საკვლევი ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება, ასტრონავტები აქედანვე ეჩვევიან მძიმე სკაფანდრებსა და შეზღუდულ მოძრაობებს. მაგრამ რაც შეეხება დაბალ გრავიტაციას… ეფექტურად რომ ისარგებლონ აღჭურვილობით, საჭიროა, რომ ასტრონავტებმა ისწავლონ გადაადგილება ახალ პირობებშ და, რაც მთავარია, თავი დაიზღვიონ მოსალოდნელი შედეგებისგან. 

რა გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ორგანიზმზე მთვარის გრავიტაციას – ამის გარკვევას ცდილობენ ESA-ს თანამშრომელი დეივიდ გრინი და ინჟინერი ტობიას ვებერი. ამისათვის მათ მოაწყეს ვერტიკალური სარბენი ბილიკი, რომელზეც უნდა იმოძრაონ გამოსაცდელმა ასტრონავტებმა. მათი ჯანმრთელობის მაჩვენებლების შესწავლის შედეგად მკვლევარები აპირებენ შესაძლო გართულებების გამოვლენასა და მათი მოგვარების საშუალებების ძიებას. 

რა ემართება ადამიანის ორგანიზმს დაბალი გრავიტაციის პირობებში: 

  • მცირდება ძვლოვანი მასა; 
  • სუსტდება კუნთები; 
  • ჩნდება ფილტვებთან და გულთან დაკავშირებული პრობლემები; 
  • იცვლება გემოს აღქმა; 
  • ქვეითდება იმუნიტეტი. 

როგორც ვხედავთ, დაბალი გრავიტაციის პირობებში ყოფნა უარყოფით გავლენას ახდენს ძვლებზე. მეცნიერთა აზრით, მათი ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებაა მეტი მოძრაობა, საუკეთესო შემთხვევაში კი – ხტომა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის არსებული ტრენაჟორი არ იძლევა საშუალებას – ასტრონავტებმა დიდი ზომის ნახტომები განახორციელონ, ამიტომ სააგენტო გეგმავს მიმართოს NASA-ს და განაგრძოს სისტემა ARGOS-ის შესახებ კვლევა. 

image.jpeg

სამომავლოდ ESA გეგმავს თავისი სავარჯიშო ტრენაჟორი NASA-ს დონის ინსტრუმენტად აქციოს. ამგვარად სააგენტო შეძლებს გულმოდგინედ მოამზადოს თავისი ასტრონავტები მთვარის მისიებისთვის. თარიღი, თუ როდის შევა ტრენაჟორი ექსპლუატაციაში – უცნობია, თუმცა მას უკვე აქვს სახელი – Luna 2. 


Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button