იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – დათვი და მონადირენი
ორნი ამხანაგნი ნადირობდენ. ხევი იყო და ხევს გაღმა-გამოღმა რონინებდენ.
ერთს ამხანაგს დათვი შემოეჭიდა. ქვეშ ჩაიდვა.
მეორე ამხანაგმან უყივლა: გაუშვი ეგ დათვი და წამოდი, სხვა საქმე გვიძსო!
მან დაუძახა: დათვი არ მიშვებს, თვარა მე წეღანვე გავუშვებდიო!